25 December, 2009

*2009*


დღეს შობაა !!

მართალია ჩემთვის არაფერი უჩუქებიათ და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი შობაა, მაგრამ მე მაინც მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ :):

განვლილი მუსიკალური წელი შევაჯამე და 2009 წლის საუკეთესო ალბომების მიხედვით ფლეილისტი შევადგინე. ცხადია, ეს ჩემი პირადი შეფასებაა, მსგავს სიებში ობიექტურობა არ არსებობს. საერთოდაც ამ სიის შედგენა, ვფიქრობ, ცოტა ისეთი რამეა, არასწორი... ვინაიდან 2009 წლის საუკეთესო ალბომები შეიძლება ჯერ არც მომისმენია და 3-4 წლის, თუნდაც ერთი თვის, გასვლის შემდეგ სულ სხვა არტისტებს როცა აღმოვაჩენ, ამ სიას გულუბრყვილობის სუნი აუვა. თუმცა, ამ შეჯამების აზრიც იმაშია, რომ ის შეხედულება დააფიქსიროს, რომელიც 2009 წლის 25 დეკემბერს მქონდა.

გადახედეთ, თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ გადაწეროთ, იქნებ რამე გამოგრჩათ წელს და ვინ იცის, შეიძლება ბევრი ახალი რამეც აღმოაჩინოთ.



1234 - 2009 (Part 1)

01 Volcano Choir - Husks and Shells
02 Bell Orchestre - Bucephalus Bouncing Ball
03 The xx - Do You Mind
04 Realpeople - Venice
05 Taken By Trees - My Boys
06 The Radio Dept. - David
07 Fuck Buttons - Rough Steez
08 This Will Destroy You - Freedom Blade
09 Memory Cassette - Surfin
10 Mocky - Somehow Someway
11 The Whitest Boy Alive - Rollercoaster Ride

link.ge


1234 - 2009 (Part 2)

01 Camera Obscura - French Navy
02 Peter Doherty - Lady Don't Fall Backwards
03 Lotus Plaza - Sunday Night
04 Deerhunter - Rainwater Cassette Exchange
05 Bibio - Jealous Of Roses
06 Ducktails - Friends
07 Washed Out - Feel It All Around
08 Neon Indian - Deadbeat Summer
09 Charles Spearin - Anna
10 Peter Bjorn and John - Living Thing
11 Animal Collective - Brother Sport
12 Animal Collective - What Would I Want? Sky

link.ge





ეს კი საუკეთესო ალბომების სია


2009 - Best Albums:


23. Volcano Choir - Unmap

22. Bell Orchestre - As Seen Through Windows

21. The xx - XX

20. Beirut - March of the Zapotec and Realpeople - Holland

19. Taken By Trees - East of Eden

18. The Radio Dept. - David EP

17. Fuck Buttons – Tarot Sport

16. This Will Destroy You / Lymbyc Systym - Field Studies

15. Memory Cassette - Call And Response EP

14. Mocky – Saskamodie

13. The Whitest Boy Alive - Rules

12. Camera Obscura - My Maudlin Career

11. Peter Doherty - Grace.Wastelands

10. Lotus Plaza - The Floodlight Collective

9. Deerhunter - Rainwater Cassette Exchange EP

8. Bibio - Ambivalence Avenue

7. Ducktails – Ducktails

6. Washed Out - Life of Leisure EP

5. Neon Indian - Psychic Chasms

4. Charles Spearin – The Happiness Project

3. Peter Bjorn and John – Living Thing

2. Animal Collective - Merriweather Post Pavilion

1. Animal Collective – Fall Be Kind EP







:):

19 December, 2009

Bibio - The Apple And The Tooth 2009


ძმაკაცს ავუტვირთე(:D)და ბარემ აქაც ვდებ.
თან ამით კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ Bibio მაგარია.
ტიპმა 2009 წელს 3 ალბომი გამოუშვა.
Ambivalence Avenue იმაზე მაგარი ალბომია, ვიდრე გგონიათ.
The Apple And The Tooth-ში შედის 4 ახალი სიმღერა და 8 მიქსი Ambivalence Avenue-დან.


Bibio - The Apple And The Tooth 2009


01. The Apple And The Tooth
02. Rotten Rudd
03. Bones & Skulls
04. Steal The Lamp
05. Svive (Clark Remix)
06. Sugarette (Wax Stag Remix)
07. Dwrcan (Eskmo Remix)
08. Lovers Carvings (Letherette Remix)
09. Haikuesque (The Gentleman Losers Whispers In The Rain Mix)
10. All The Flowers (Lone Remix)
11. Fire Ant (Keaver & Brause Remix)
12. Palm Of Your Wave (Bibio Remix)

link.ge






Myspace

14 December, 2009

Beach House - Teen Dream 2010


ესე იგი, ეს არის Beach House-ის ახალი ალბომი, რომელიც 26 იანვარს გამოვა. ზუსტად დღეს გამოქვეყნდა muzame.ge-ზე მათი ოფიციალური ინტერვიუ, სადაც სხვადასხვა ამბებთან ერთად ამ ალბომზეც საუბრობენ. ამიტომ ჯობს ბარემ ყველაფერი იქვე წაიკითხოთ, თან ისიც ხომ ჩემი დაწერილია :): Beach House-ის ინტერვიუ



Beach House - Teen Dream 2010

01. Zebra
02. Silver Soul
03. Norway
04. Walk In The Park
05. Used To Be
06. Lover Of Mine
07. Better Times
08. 10 Mile Stereo
09. Real Love
10. Take Care

link.ge






Myspace



www.beachhousebaltimore.com




beachhousemusic.net

10 December, 2009

Real Estate - Real Estate 2009


Artist: Real Estate
Album: Real Estate
Release Date: 17 November, 2009
Label: Woodsist

ეს ბენდი წარმოშობით ნიუ-ჯერსიდან არის, ამჟამად მათი საცხოვრებელი ადგილი ნიუ-ორკია. ვერ გეტყვით, ზუსტად როდიდან უკრავენ ერთად, მაგრამ მუსიკალურ ასპარეზზე 2009 წელს გამოჩნდნენ. ჯგუფის ვოკალისტი Martin Courtney ადრე "Titus Andronicus"-ში უკრავდა. ბენდის კიდევ ერთ წევრს, Matt Mondanile-ს, კი ამჟამად საკუთარი პროექტიც აქვს და მოღვაწეობს Ducktails-ის სახელით. არის კიდევ ორი ნაკლებად ცნობილი პროექტი, რომელიც ამ უკანასკნელს უკავშირდება: "Predator Vision" და "The Parasails". "Predator Vision"-ში ასევე ჯგუფის დრამერი Etienne Duguay-ც უკრავს (თუ უკრავდა).

რაც შეეხება Real Estate-ს. ეს ბენდი როგორც მოგახსენეთ 2009 წლის პირმშოა. "Pitchfork"-ზე best new music-ის კატეგორიაშიც კი მოხვდნენ და ალბომმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. საერთოდ ძალიან დადებითად შეხვდნენ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები ჯგუფსაც და ალბომსაც. ბუნებრივია, ისინი ხომ პოპულარულ lo-fi ტალღას გამოჰყვნენ და Surf Pop-ის ჭრილშიც ადვილად მოხვდნენ. ერთი რამე რაც ნადმვილად უნდა აღინიშნოს, ალბომს მართლაც აქვს თავისებური საუნდი და განწყობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედაპირულია. აი, მაგალითად "Suburban Dogs"-ის, ალბომის მესამე ტრეკის, სტილს რომ მიჰყოლოდნენ, უფრო ღრმა ნამუშევარი გამოუვიდოდათ და ახლა მეტ დადებით სიტყვას დავწერდი, მაგრამ არ მოინდომეს და რას იზამ. საერთოდაც Matt Mondanile-ისთვის უფრო მეტი რომ დაეჯერებინათ ყველაზე კარგი ეგ იქნებოდა, ვინაიდან მისი Ducktails ძალიან კარგი პროექტია. ამ ბიჭმა წელს ორი ერთმანეთზე უკეთესი ალბომი გამოუშვა.


მე ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად დაიგეგმა მენეჯმენტის საკითხები. ამ ალბომამდე ჯგუფმა გამოუშვა EP სახელად "Atlantic City Expressway", ასევე რამდენიმე სინგლი, "Fake Blues" და "Green River" მათ შორის. ერთი სიტყვით, მსმენელებმა ამ რელიზებით გაიცნეს Real Estate, შემდეგ კი გამოვიდა ალბომი, რომელშიც რა მივიღეთ? აბსოლუტურად იგივე და უკვე ნაცნობი ტრეკები, ანუ ფაქტობრივად ალბომში არაფერი ახალი არ აღმოჩნდა. თანაც "Atlantic City Expressway"-იდან "Real Estate"-ში ყველა ტრეკი შეიტანეს "Saturday Morning"-ის გარდა, რომელიც მე თუ მკითხავთ ჯგუფის საუკეთესო კომპოზიციაა. პრიცნიპში, იგივე EP-ის კვალობაზე მეც დადებით შეფასებებს მივცემდი, მაგრამ სრულ ალბომთან მიმართებაში უფრო მეტია საჭირო. აქ კი გვაქვს პრიმიტიული რითმები, გადაღეჭილი გიტარები, მოსაწყენი არანჟირება და უემოციო ფონი. კი ბატონო, ეს lo-fi და surf pop კარგია, მაგრამ მერე რა?

Real Estate - Real Estate 2009


01. Beach Comber
02. Pool Swimmers
03. Suburban Dogs
04. Black Lake
05. Atlantic City
06. Fake Blues
07. Green River
08. Suburban Beverage
09. Lets Rock the Beach
10. Snow Days

link.ge




Myspace

01 December, 2009

Animal Collective - Fall Be Kind EP 2009


Artist: Animal Collective
Album: Fall Be Kind
Release Date: 14 December, 2009
Label: Domino

ერთ წელიწადში ორი რელიზი ძალიან შთამბეჭდავი ფაქტია მე თუ მკითხავთ, თან ამას დავუმატოთ "Animal Crack Box" (ჯგუფის ლაივ კომპილაცია), რომელიც ასევე წელს გამოვიდა. Animal Collective-ს მართლაც ნაყოფიერი და შემოქმედებითად დახუნძლული პერიოდი აქვს. ალბათ ცოტა უცნაურია Josh Dib-ის, იგივე Deakin-ის, დროებითი წასვლის შემდეგ რომ დადგა ეს პერიოდი, მაგრამ რას გაიგებ, შეიძლება პირიქით, ძალიანაც ლოგიკური იყოს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ჯოშის წასვლის შემდეგ ჯგუფის პოპულარობამ საგრძნობლად იმატა.

2009 წელი იმით დაიწყო, რომ მუსიკალურ სივრცეში Merriweather Post Pavilion გამოჩნდა. ტრუმფალური ალბომი, რომელზეც დღემდე დიდი აღფრთოვანებით ლაპარაკობენ და ალბათ წლების გასვლის შემდეგაც არ შეწყდება მასზე საუბარი. Animal Collective-მა იპოვა რაღაც მაგიური, რითაც უამრავი ადამიანი დაიპყრო, ჰიპ-ჰოპ-განგსტერი ტიპებიდან დაწყებული ავანგარდ-ინტელეგინტებით დათავრებული. გადახედეთ მათი ფანების რიცხვს და სახეობას და თავადვე დარწმუნდებით ამაში. მაინც რა გახდა ასეთი პოპულარობის მიზეზი, ნუთუ ბენ ალენი ( Ben H. Allen), ადამიანი, რომელიც გახლავთ Merriweather-ის და Fall Be Kind-ის პროდიუსერი. ფაქტია, რომ ჯგუფს მანამდე მასთან არ უმუშავია და სწორედ ამ ბოლო პერიოდში დაიწყო მათი ურთიერთობა. ალბათ მისი წვლილიც არის ეს პოპ-ორიენტირება (ბენ ალენი ასევე P-Daddy-ის და Gnarls Barkley-ის პროდიუსერია), თუმცა ცხადია ეს თავად ჯგუფის წევრების სურვილიც იყო.


Fall Be Kind CD-ს და Vinyl-ის სახით 14 დეკემერს გამოვა, მანამდე, 23 ნოემბერს, ის ინტერნეტ-რელიზის სახით გავრცელდა. სხვათა შორის, მე ამ ალბომს მაინცდამაინც EP-ს არ დავარქმევდი, ვინაიდან ის 27 წუთს გრძელდება და სრული ალბომის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, სიმღერების ერთმანეთში გადასვლის და რაღაც ერთიანი კონცეფციის გამო. აქ არის 5 სიმღერა, 5 ქმნილება, რომელიც შეგიძლია სათითაოდ აქციო ცალკე ალბომად.

"Graze"
- პირველი ტრეკი, რომლის შესავალიც ძველი ჰოლივუდური ფილმის განწყობას მოგაგონებთ და რომელიც იწყება სიტყვებით "let me begin". თავიდანვე გრძნობ ამ "feels good" ატმოსფეროს, რასაც თავად Avey Tare-ც აღნიშნავს ტექსტში. სიმღერა ვითარდება და გადადის მეორე ნაწილზე. აქ უნდა გითხრათ ის, რომ ალბომი შეიცავს სხვა არტისტებისგან ოფიციალურად აღებულ სემპლებს. მაგალითად აი ეს "Graze"-ის მეორე ნაწილი აგებულია რუმინელი კომპიზიტორის Gheorghe Zamfir-ის კომპოზიციაზე სახელწოდებით "Ardeleana", სადაც ჩიტებივით ჟღურტულებენ ფლეიტები.

"What Would I Want? Sky" - სრულდება "Graze" და იწყება ჯადოსნური ამოსვლა ვოკალით, რომელსაც დრამის შემოსვლა აძლიერებს და რომელიც გრძელდება გუნდური ჰარმონიებით. ეს ტრეკიც მეორე ნაწილზე გადადის, რომლის მთავარ მისამღერს, "Would I Want? Sky"-ს, რატომღაც მეგონა, რომ Geologist-ი (Brian Weitz) მღეროდა. სინამდვილეში ეს გახლავთ 70-იან წლებში მოღვაწე ამერიკული ჯგუფის Grateful Dead-ის სიმღერდიან (Unbroken Chain) ამოღებული სემპლი. ეს ყველაფერი ლიცენზირებულად, Grateful Dead-ის წევრების ნებართვით მოხდა. სოწრედ ამ სემპლს ადევს ეივი ტარეს არაჩვეულებრივი პარტია, რომელსაც ნოა ლენოქსი ავსებს თავისი თბილი ტემბრით. რომ დაუკვირდეთ, ამ მეორე ნაწილში ჯერ მარტო იმდენი ვოკალია, ამას დამატებული ინსტრუმენტალური ფონი, წესით ეს არის სრული ქაოსი, მაგრამ რაღაც საოცრად არის ყველაფერი ერთმანეთში შერწყმული და სრული ჰარმონია სუფევს.

"Bleeding" - ემბიენთი, არაჩვეულებრივი ვოკალური თანხვედრით. სხვათა შორის, Fall Be Kind-ის გამოსვლამდე ამ ტრეკს ჯგუფი ლაივზე 11 წუთის განმავლობაში უკრავდა ხოლმე და მეგონა, ალბომშიც ასეთივე ხანგრძლივობა ექნებოდა, თუმცა ის მხოლოდ 3 წუთსა და 28 წამს გრძლედება.

"On A Highway" - აი ეს ის მომენტია, როცა რამის დაწერა ზედმეტია. უბრალოდ შეუძლებელია აღწერო ხმა, რომელიც ამ სიმღერას მღერის. მელანქოლიური განწყობა, ოპტიმისტური გუნდური მისამღერით.

"I Think I Can" - ამ სიმღერის ავტორი Panda Bear-ია. გრძელი რითმულ-ფსიქოდელიური დინამიკა, რომელიც ბოლოსკენ გადადის მაჟორულ ვოკალურ ნაწილზე და სრულდება იმავე ატმოსფეროში, რითაც იწყება ტრეკი.

ყველას თავისი შეხედულება აქვს, ბუნებრივია, თუმცა მე პირადად 2009 წლის საუკეთესო ალბომის დასახელებისას "Merriweather Post Pavilion"-სა და "Fall Be Kind"-ს შორის ვაკეთებ არჩევანს. ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე, რომელი მათგანი მირჩევნია, მაგრამ ფაქტია, რომ Animal Collective წლის საუკეთესო მოვლენაა.


Animal Collective - Fall Be Kind EP 2009


1. Graze
2. What Would I Want? Sky
3. Bleeding
4. On A Highway
5. I Think I Can

link.ge






Myspace



www.myanimalhome.net


animalcollective.org