17 August, 2011

Thundercat - The Golden Age Of Apocalypse (2011)


ამ დღეებში საზოგადოებრივ არხზე ’ელექტრონავტი 2011’-ის დაჯილდოების ცერემონია აჩვენეს, რამაც ბევრი რამის თქმა მომანდომა.

მაგალითად...

ღონისძიებამ ნათლად აჩვენა ის, თუ როგორ საცოდავ მდგომარეობაშია ამჟამინდელი ქართული მუსიკალური სცენა (რომლის არსებობაში მე საერთოდ ეჭვი მეპარება). ივენთზე წარმოდგენილი აბოლუტურად ყველა ჯგუფი თუ შემსრულებელი რეალურად ძალიან დაბალ დონეზე დგას (ვიცი, ვიღაცა სნობობაში ჩამომართმევს, ამიტომ ავუხსნი, რომ მეც ვუკრავდი მაგ კონცერტზე და ჩემს თავსაც ვგულისხმობ). ზოგს რა პრობლემა გვაქვს ზოგს რა... უმრავლესობა პროფესიონალიზმისგან ძალიან შორს არის და ნორმალურად დაკვრა არ ეხერხება, ზოგი კარგად უკრავს, მაგრამ რატომ და რას უკრავს თვითონაც არ იცის, არიან ისეთებიც, რომლებიც ყველანაირი კონტექსტიდან ამოვარდნენ.

ცხადია, კონკრეტულად ელექტრონავტების კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი და პრობლემები გაცილებით დიდია ვიდრე ერთი უბრალო საღამო. ამჟამად მდგომარეობა ქართულ მუსიკალურ სივრცეში კატასტროფულად მძიმეა. ბუნებრივია, კრიზისი მუსიკაში და ზოგადად ქართულ კულტურაში პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს განვითარებასთან და სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოს უკანასკნელი ათწლეული დიდი გაუგებრობის ნიმუშია. კიდევ უფრო ცუდია ის, რომ მუტაციურმა სახელისუფლებო-საინფორმაციო პოლიტიკამ იმდენს მიაღწია, თვით ’მაღალი კულტურული წრეებიც’ კი გამოაშტერა და დაიმონა. ასე ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოემატა და დღეისათვის ყველა მაჩვენებელმა კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, აზროვნების დონის მაჩვენებელი ჩრდილში 0, მზეში 0, ზამთარში 0, გაზაფხულზე 0.

ხოო ეხლა შევხედოთ რა პრობლემები აქვთ (გვაქვს) აქაურ შემსრულებლებს. ჩემი აზრით, ქართული ჯგუფების უმთავრესი პრობლემა პირველ რიგში თავიანთი თავი და შემდეგ მათი საახლობლო წრე, ე.წ. ’ინდი-ალტერნატიული’ მუსიკის მსმენელები არიან, ვისაც უნდა ჰიპსტერები დაარქვას, ვისაც უნდა იანგსტერები, მელომანები, ვათევერ... ანუ ის ხალხი, ვინც ზოგადად ამ მუსიკას უსმენს საქართველოში. ’განვითარებული’ ახალგარდობა, ’თესლი’ გოგო-ბიჭები, დახვეწილი ჩაცმულობით და ა.შ. ამ სექტორში შეგვიძლია ნებისმიერი ჟურნალი, გაზეთი, რადიო, ტელევიზია და მისთანებიც გავიყვანოთ. ანუ ის ხალხი, ვინც ზოგადად ’აზრზეა’ და ამ სფეროს ეხება. აი ამ ადამიანების აზროვნება, ყველასი ერთად აღებული, ვერ იძლევა მუსიკოსის და ჯგუფის განვითარების საშუალებას, რაც ღევანდელ კატასტროფულ, ელექტრონავტულ შედეგებს იწვევს. ოღონდ, ბუნებრივია, ამაზე პასუხს თავად არტისტები აგებენ და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალია.

პრობლემაა ქართული ბენდების ზღაპრული, ქარაფშუტული, გამოფიტული და ამავე დროს ყეყეჩურ-ქედმაღლური აზროვნება, არასერიოზული მიდგომა თავიანთი საქმისადმი. პლუს ამას, ამ საბრალო ხალხს ცეცხლზე ნავთს უსხამს მათი გარემოცვა, ანუ ’ალტერნატიული’ მუსიკის მსმენელები საქართველოში. სინამდვილეში ძალიან ცუდია, რომ მუსიკის ქართველი მოყვარულები რეალურად არტისტების ნაცნობ-მეგობრები არიან. მათ შორის არ არის ის დისტანცია, რაც ხელს შეუწყობდა არტისტს მუსიკალურ განვითარებაში. ერთმანეთს იცნობს ყველა, ჯგუფის წევრი და ლაივზე მოსული მსმენელი, ზუკლუკთიკეკუნგიორგი და თათნიკგიგაჩუნა (ნუ თუ არ იცნობს ერთი ორი კვირის ამბავია, ჩემი დედა შევეცი, თბილისია და ყველა ყველას გაიცნობს!).

ხოდა რა ხდება ამ ორომტრიალის შედეგად... ვიღაც ნ მასტი ან ჯ ჯგუფი გააკეთებს რაღაც ფაფხურთინობას. მისი საახლობლო ეგრევე იწყებს ამ #ძაანმაგარიქართულიჯგუფის, რომელიც #ყველაზემაგარიქართულიჯგუფიარაცმემომისმენიას ყოველდღიურ და მიზანმიმართულ განდიდებას, მერე ეს ჯგუფი კონკურენციის და ალტერნატივის არ არსებობის შედეგად ქართულ კონცერტებზე, ტელევიზორებში, ჟურნალებში იჩითება, ფანებიც უკვე ვენებს იჭრიან მათი გენიალურობის გააზრებისას. ჯგუფი უკვე იაზრებს რომ ძალიან მაგრები არიან, მაგრამ აი ეს დედამოტყნული საქართველოში ცხოვრობენ და ვერ იქაჩებიან და ა.შ.

სინამდვილეში ვორლდვაიდ თვალით რომ შვხედოთ, რა ხდება.

ეს ნ ჯგუფი რეალურად ძალიან დაბალი დონის ჩანაწერს აკეთებს (მარტო ხარისხზე არ მაქვს საუბარი, საუნდი, მუსიკალური აზროვნება, პროდიუსირება და ა.შ. და ეს ნამდვილად ცალკე სასაუბრო თემაა), თან როგორც წესი, ერთ ან ორ საცოდავ ტრეკს (ალბომი და მუსიკოსობა, ძმაო, აბა საქართველოში ვართ და). მერე მგეობარ-მსმენელი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები მიზეზით, ანუ მართლა ბუნებრივი სიყვარულით ’გვერდში უდგება’ ჯგუფ ნ-ს, ქართველები ვართ და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ისედაც არავინ უსმენს და მე გავამხნევებ ამ ბიჭებს (გოგოებს), ენთუზიაზმი რომ არ დაკარგონ და გააგრძელონ მუშაობა. შედეგად ასეთი რეზონანსი გინდა თუ არ გინდა შემსრულებლების ამბიციებს კლავს, მითუმეტეს ვერავისგან ვერანაირ კრიტიკას ისინი ვერ ისმენენ, (რა კრიტიკა ტო ძლივს ვიღაც ჯგუფი გამოჩნდა და პირიქით გვერდში უნდა დავუდგეთ, ცოტა უჭირს, ნოტებს მაზავს, გიტარა მძღნერის ხმას გამოსცემს, საუნდი საზიზღარია, მაგრამ მერე რა ტოო...). ის ბენდი კიდევ იმდენს ვერ ხვდება, რომ თბილისის რომელიღაც ჯურღმულში უკრავს და არა ოიაზე ნორვეგიაში, წარმოიდგენს თავს კარგ ჯგუფად იმიტომ, რომ აქ ევასებათ და წინსვლაც აღარ უნდა, ან სადღა უნდა წავიდეს სპორტის სასახლეში აქვს დაკრული!!!

კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ის, რომ კრიტიკის სურვილი ვისაც უჩნდება დაახლოებით ასეთ აზრს აფიქსირებს: ’რა ყლეები ხართ, არ მევასებით, შეგეცით ვაფშე...’ პასუხად ’ხოდა თუ არც გევასებით ერთ შენი დედა მოვტყან, შენ თვითონ ხარ ყლე”.

ყველაფერი, თავისთავად ცხადია, გაუცნობიერებლად ხდება და ამას ვერავინ იაზრებს. თითქოს ყველამ იცის, რომ თბილისი პროვინციაა და საქართველო ჩამორჩენილი ქვეყანა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ქართული ჯგუფები ქართული სოციუმის მწვერვალებზე სხედან, წითელ ხალიჩებზე დადიან, დაჯილდოებებს აწყობენ, ფესტივალები, კონცერტები, ივენთები... ამ ქვეყანაში მათ ზემოთ არავინ არის და საქართველოში პირველობა თავისდაუნებურად მიღწეულ მიზანს ემსგავსება. ისინი უკვე გრძნობენ იმას, რასაც დაახლოებით mercury-ს ან polaris music prise-ის ნომინანტები, sxsw-ს და lollapalooza-ს მონაწილეები, brit awards-ის და გნებავთ ოქროს გლობუსის ტრიუმფატორები განიცდიან. თუნდაც მხოლოდ ნიკა კაჩაროვის მაგალითი ავიღოთ, ადამიანი მთელი არსებით სტარია, ვარსკვლავია, ტომ იორკი მასთან შედარებით პაიკია... (ბიჭოს, განა არ უნდა იყოს, არტისტი, მითუმეტეს ფრონტმენის ტიპის, სცენაზეც და მის გარეთაც სტარი უნდა იყოს აბა რა, მაგრამ ნიუ-ორკი და ბერლინი დაიპყრო მისმა ჯგუფმა, თუ პარიზი და სტოკჰოლმი? ნაგვიანი თბილისის პრინცობა მაგარ ტიპობას თუ ნიშნავდა არ ვიცოდი... მაგრამ, პრინციპში, თვითონ თუ ჰყოფნის, კი ბატონო, ხელებს ვწევ და პრეტენზიაც აღარ მაქვს). სხვებს აღარ ჩამოვთვლი, ყველაზე იგივეს თქმა შეიძლება. ზოგი კი შედარებით თავმდაბალია, მაგრამ 33ა-ში და იპოდრომზე დაკვრა არც მათთვის არის პატარა მოვლენა. ანუ ეს ადამიანები ნამდვილი ქართველი ვარსკვლავები არიან. ჟურნალის ყდები, ტელევიზია და სიუჟეტები ცოტა შემოაკლდათ ამ ბოლო დროს, მაგრამ ქართული ინტერნეტ სივრცის სტარებად ყოველთვის დარჩებიან...

შესაბამისად, დავაკვირდეთ ლოგიკას. ჯგუფმა იცის, რომ ’ძალიან მაგრები’ და ’საქართველოშიეგეთმუსიკასარავინუკრავსები’ არიან, მაგრამ ამავე დროს ხვდებიან, რომ რაღაც ’ნიტოა’, ლონდონსა და ნიუ-ორკს ვერ სტუმრობენ, ესე იგი რაღაც რიგზე ვერ არის და იწყება მიზეზის ძიება... და ალბათ ხვდებით სადაც პოულობენ ქართველი არტისტები წარუმატებლობის მიზეზს და რაში ხედავენ მთავარ პრობლემას - დედამოტყნული საქართველო... კონცერტები არ ტარდება, ეს მუსიკა არავის აინტერესებს, ლეიბლები არ არის, სარეპეტიციოები არ იშოვება, ყველაფერი ძვირია და ა.შ.

სინამდვილეში მუსიკოსს არ აქვს გააზრებული საერთოდ რა უნდა და რა შეუძლია, არ ჰყოფნის აზროვნება თანამედროვეობის შესაფასებლად, ვერ ხვდება სად, როდის, რა დროსა და სივრცეში ცხოვრობს, პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობა არ შეუძლია, ჯგუფმა უნდა იცოდეს რა უნდა, რას აპირებს, რისი უნარი აქვს და თუ ამას გააცნობიერებს, შემდეგ უნდა დახაროს თავი, ჩაიკეტოს ოთახში, სკამში, ავტობუსში, ღრუბლებში, სადაც მოეხერხება და იმუშაოს საკუთარ თავზე. თუ ეს სურვილები ძლიერია მიზანმიმართულება და გონება არსებობს, ჯგუფს ყველაფერი რიგზე ექნება, შეიძლება კალიფორნიაში არავინ დაუძახოს, მაგრამ ’ნაზი მისების’ და ’ორღანი 78’-ის დაწერაც დიდი პატივი იქნება ქართველი მსმენელისთვის.

ქართული კულტურა სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის შედეგად ღრმა უფსკრულში ჩაეშვა, ვინაიდან ყურმოჭრილ მონობას შეეგუა. უფრო მეტიც, ამ ე.წ. ’ალტერნატიულმა კულტურამ’ სამთავრობო ზომბირებას აუბა მხარი და დღეს ამ სექტორებს შორის განსხვავება ფაქტობრივად გამქრალია. სამწუხაროდ, თუ ადრე ამას ადამიანები გრძნობდნენ და განიცდიდნენ, დღეს ნამდვილად აღარავის ანაღვლებს, ყველას ფეხებზე ჰკიდია, ზოგმა გართობის რა გზა მონახა, ზოგმა რა... მდგომარეობა კრიზისულია იმიტომ, რომ უკანასკნელ ათწლეულს რომ ვაკვირდები, მაგალითად კონკრეტულად მუსიკაში, თვალნათლივ ვხედავ საგრძნობ რეგრესს. 90-იან წლებთან შედარებით ხომ საერთოდ უნიჭობისა და უკულტურობის მწვერვალებზე ავედით (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შევეცდები სხვა დროს ვილაპარაკო). ვინ გააკეთებს დღეს ’Svan Songs'-ს, ვინ გააკეთებს ’Wanderer'-ს? აქვე დავაფიქსირებ, რომ ჩემი გადმოსახედიდან საქართველოში 90-იანი წლები ექოს სახით 2005 წლამდე გაგრძელდა, რის მერეც სახელმწიფო მანქანის გააქტიურება და მუსიკალური კულტურის მკაცრი დაშვება დაიწყო. 2007 წლამდე კიდევ, ასე თუ ისე, ვინარჩუნებდით პატარა დონეს, მარტო ’ოზონის’ არსებობაც რად ღირს, მაგრამ მერე წავიდა და წავიდა... და დღეს ყველას გვირჩევნია უკვე ფსკერზე ვიყოთ, თორემ ჯერ თუ არ ჩავსულვართ, მერე ნახეთ ჩვენი საცოდავი მომავალი.

შევხედოთ დღევანდელ დღეს...

ვარგა კი დღეს ქართული სცენა საერთოდ რამედ? ხდება ან ტარდება რამე ისეთი რაზეც მისვლა ღირს? გვყავს მაღალი დონის ჯგუფები/შემსრულებლები, თავისი ყველა მიმართულებით? პასუხია არა... ამდენი წლის განმავლობაში მუსიკის მოყვარულმა და ამ სფეროში მოღვაწე ქართველებმა ის ვერ მოახერხეს, რომ ერთი პატარა გაერთიანება, მინი-ლეიბლი მაინც შეექმნათ, ლოკალურ მენეჯმენტზე ეზრუნათ, ესაუბრათ, ემსჯელათ... და რატომ არ იქმნება, თქვენი აზრით, არცერთი ლეიბლი? იმიტომ, რომ დედამოტყნული საქართველო? არა! სინამდვილეში რეალურად საშემსრულებლო მასალაც კი არ არის! არ გვყავს ნორმალური არტისტები, სერიოზული მიდგომას და სურვილს არავინ ამჟღავნებს, ერთმანეთში შეხვედრისას მასტები ასეთ რამეებზე არ ლაპარაკობენ, არავინ არაფრის გაკეთებაზე არ ფიქრობს, ლუდი დაითრიე, იზასავე, ტრაკი გააქნიე, ის შენი საკაიფო ტრეკია მევასება... დააშეარე, ხვალ ის ივენთია, ზეგ ეს, ხალიჩებზე მატარე... ეს ყველაფერი ხომ თავის მოტყუებაა... როდემდე შეიძლება ეს მიდგომა, რომ ქართველები ვართ და რაც გვაქვს იმითაც უნდა დავკმაყოფილდეთ, მერე რა, რომ დაბალი დონეა, ასე თუ ისე, ხომ არა გვიშავს და დიდი პოტენციალიც გვაქვს... ე ბიჭო, აღარ მჭირდება ეს პერსპექტივები და გაჭირვებული, მოჩალიჩე ბენდები. ჩამოყალიბებული, მაღალ ხარისხიანი მუსიკა მინდა, როგორც ჩანაწერში, ისე ლაივზე... და ’ალტერნატიულ სცენას’ რომ ვაჯილდოებთ, ნეტავ ვიცოდე ვის, რას და რატომ ვაჯილდოებთ. ნომინაცია ’საუკეთესო ალბომიც’ კი არ გვაქვს, იმიტომ, რომ საქართველოში ალბომები არ კეთდება და უალბომო მუსიკალური სცენა გაუგია ვინმეს?!... ხოდა არ მინდა ეს სიცრუე, როდემდე შეიძლება ასეთი ჭკუასუსტობა, მოდი ’ვითომ ვარსებობთ’, ’ვითომ კარგი მუსიკა გვაქვს’, ’ვითომ წვეულება და ვითომ ღამის კაბა’... ridiculous! ძალიან ძალიან ვერი ridiculous! თუ რამის დაჯილდოება გვინდა, ოქროს ჟოლო თუ რაღაც მსგავსი რომ არის ამერიკაში, ყველზე ცუდ მსახიობებს და ფილმებს რომ ირჩევენ, ეგ მაინც ჩავატაროთ. აი მანდ რო კონკურენცია წამოვააა... მე უფრო ყლეურად ვუკრავ, მარა ზატო მე შენზე აშლილი მაქვს გიტარა, მე ნოტებს ვმაზავ, მე ტრეკი ჩავწერე და თავი ღმერთი მგონია, მე ვაფშე ვუკრავ და ვინ ჩემი ყლე ვარ არ ვიცი. მე შენზე ბანძი საუნდი მაქვს, ზატო მე საუნდი რა არის ვაფშე არც ვიცი და ა.შ.

ელექტრონავტი 2011 სირცხვილის დიდი მაგალითია, რომელიც თანამედროვე და უკანასკნელი წლების ქართულ მუსიკალურ რეალობას გამოხატავს (სხვათა შორის, დაჯილდოების ვიდეო ვერსია, ანუ ის რაც ტელევიზორში გავიდა, თავისი განწყობით ნამდვილად პანაშვიდს და დაკრძალვის ცერემონიას წააგავდა, მთავარ ქანდაკებასაც, კარგად თუ შევხედავთ, ხელები თავში აქვს წამორტყმული). უაზრო გადაშეარება-გადმოშეარების ნაცვლად (კაი პონტი უნდა ხალხს და რა ქნან), ეგ ჩანაწერი გვირჩევნია სადმე კარგად დავმალოთ და ერთადერთი მანამდე იმ ჯგუფებს და მონაწილეებს ვაჩვენოთ, ვისაც ამასთან რამე შეხება ჰქონდა, ’აი ასეთი უმაქნისები ხართ და თუ შეიძლება მეორედ მსგავსი რამ აღარ დავინახო’ სტატუსით. ჩემი თუ არ გჯერათ, იმავე დაჯილდოების საღამოს შეხედეთ, რომელიც ’მოულოდნელად’ სანახევროდ ჩაიშალა, ანუ სამყარომ თვითონ მიგვახვედრა როგორი საცოდავები ვართ და ’მაგ მარაზმიდანაც’ სათანადო დასკვნების გაკეთება იყო საჭირო... ზოგადად ქართული მუსიკალური (და არამარტო) მოვლენები თვითონვე გვეუბნებიან ხოლმე რა სიშტერეებსაც ჩავდივართ და ცდილობენ კარგ გზაზე დაგვაყენონ, ჩვენ კი რა დასკვნები გამოგვაქვს, ვიდეოებს მივამონტაჟებთ, ვითომ არაფერი მოხდა, ვითომ მაგრები ვართ, ვითომ ვუკრავთ, ვითომ გვიხარია... და არ მაღელვებს მე ეგ თქვენი ვითომ! მე ნამდვილი მინდა!

მართლა მესმის, რომ ყველას კარგი სურვილები ამოძრავებს, მაგრამ არ არის ეგ არავის დახმარება, პირიქით. ამ უაზრო გამხენევებით, შექებით, რეკლამირებით და გვერდში დგომით ვიღებთ იმ დაბალ დონეს, რაც დღეს გვაქვს. გავაკრიტიკოთ, მოვითხოვოთ უფრო მეტი, ვუთხრათ ჩვენს მეგობარს, რომ სუსტია! და ის შეეცდება გახდეს უკეთესი.


Thundercat - The Golden Age Of Apocalypse (2011)

01. HooooooO
02. Daylight
03. Fleer Ultra
04. Is It Love?
05. For Love I Come
06. It Really Doesn't Matter to You
07. Jamboree
08. Boat Cruise
09. Seasons
10. Goldenboy
11. Walkin'
12. Mystery Machine (The Golden Age of Apocalypse)
13. Return to the Journey

buy

link.ge





thundercattheamazing.tumblr.com

twitter

5 comments:

Rode said...

ვაი რა გვეშველება :(
კარგი მიმოხილვაა.

Anonymous said...

Безвыездно парни когда-то задавались вопросом — [url=http://www.pickuper.biz/]как познакомиться и соблазнить девушку[/url]? Кто-то хочет отношений, кому-то важен секс alias наивный много женского внимания. Воеже мужчины это громада важно, ведь триумф у женщин это показатель успешности мужчины тоже. И перенюхаться жажда низкий показатель, чаще только, мужчина что знает, [url=http://www.pickuper.biz/pravilnii_podho/] одинаковый соблазнить девушку[/url], также знает, словно поспеть успеха в карьере и других делах. Всетаки ежедневный — он супруг действия. Наша житье динамична, следовательно очень гордо выдающийся делать первый ход, покуда остальные размышляют. Этому обучают [url=http://www.pickuper.biz/]соблазнение для парней[/url]. Любые события в нашей жизни начинаются с первого шага.
[url=http://www.pickuper.biz/]Правила пикапа[/url]учит производить сей течение к женщине. А сколько же мешает тебе простой подсесть к понравившейся девушке в кафе? Мирской подтверждать «Привет» красотке, встреченной чтобы улице? Элементарный предложить встретиться девушке, которая тебе искони нравится? Размышления. Мы мужики любим рассуждать, а коекогда стоит брать и сделать. Недостает, всего повременить, а нежданнонегаданно у меня не получится, а нежданнонегаданно у нее наслаждаться мужчина, а нежданно меня отошьют и навеки это увидят? А нежданнонегаданно, а нежданно… Это твои внутренние ограничения и рамки, которые ты одиноко дабы себя поставил.
[url=http://www.pickuper.biz/]Пикапер[/url] учит обозначать инициативу с женщинами, а не беспокоиться у моря погоды. Твое «После», «Не немедленно», «В иной некогда» страшно необязательно могут превратиться в «ОТРОДУ». Вспомни, ведь забивал же на что-то раньше? А сколько было охота буде сделал? Замашка действия, кто тебе даст тренинг [url=http://www.pickuper.biz/pravilnii_podho/]как познакомиться с девушкой[/url], свободно переносится для другие сферы, именно выходит наши студенты становятся успешнее в работе, ценнее для друзей и желаннее ради женщин. Ты знаешь [url=http://www.pickuper.biz/]как познакомиться и соблазнить девушку[/url]девушку, которая не обращает чтобы тебя никакого внимания? Alias может тебе нужен мнение [url=http://www.pickuper.biz/]как влюбить в себя девушку[/url], которая тебе давно нравится? Приходи к нам, и не думай, сколько нормальным мужикам не нужны тренинги. Нормальные мужики, если чего-то не знают, спросят у тех, который в этом профи. Это эффективная пример поведения в современном мире, очень сложно везде успевать самому.
Пожалуй, ты потратил бездна времени для спорт, учебу либо частный бизнес, мы же с 2004 возраст тратим свое эпоха для девушек и имеем большой старание в этой теме. Можно перед бесконечности прижимать себя пяткой в душа, доказывая, сколь «с девушками у меня всетаки блистательный» и подле этом сохраняться одному alias не с той о которой мечтаешь, а дозволено дебютировать и научиться. Уже вынужден первые два дня любого нашего тренинга, ты узнаешь, словно понравиться девушке через которой у тебя захватывает дух. А пройдя цена начисто, ты будешь лже бомонд [url=http://www.pickuper.biz/pravilnii_podho/] подобно соблазнить девушку[/url], сделав из вашего знакомства приключение. Кроме, после дата, для урок «А как вы познакомились?» тебе довольно который рассказать, а размышляющие ответят — для работе…
Главная секрет мужчины — способность ценить свои слабости. Нашей слабостью вовек были девушки, признав это, мы обрели силу. [url=http://www.pickuper.biz/tipi_poceluev/ ]Виды поцелуев[/url] дадут эту силу тебе. И дадут тебе мочь освоить [url=http://www.pickuper.biz/french_kiss/ ]французский поцелуй[/url]. Вероятно тебе «бедствовать подумать» над этим, всетаки не затягивай. Почитай сайт, тебе понравится.

Janri Gogeshvili said...

საინტერესოა...

RiRu said...

ძალიან საინტერესო იყო!

ninutsaI said...

ყველაზე რეალური და კარგი შეფასება ქართული მუსიკალური "სივრცის". ის თქვი, რასაც მე ვერასდროს ვამბობ ხოლმე, ზუსტად "დედამოტყნული საქართველოა, აქ მუსიკა არ იციან, აქ ფული არ არის, ჩვენ ისეთ დაბალ განვითარების დონეზე ვართ ბლაბლაბლა"-ს რომ მიპასუხებენ იმ მიზეზით, უმეტესობა ჯგუფებს რო კითხო რა ჟანრს უკრავენ, არ იციან. მათი მუსიკა არანაირ ჟანრში არ ჯდება ისეთი მაგრები არიან, მაგრამ მაინც უფრო ექსპერიმენტალ/ტექნო/პოპ/კოსმიური ყლეობაა. ესეთი სნობი, ფსევდოინტელექტუალი ალტერანტივშიკებით როა გატენილი ქართული მუსიკალური სივრცე, მაგიტომ ვიქნებით მუდამ ერთ წერტილში. ფლას, მედია და საზოგადოება, ზუსტად რაც შენ თქვი. ცვეტში ყველაფერში გეთანხმები. ვაფშე არაფერში საჭირო განდიდება სრულიად უაზრო და უსარგებლო, არაფრის მომტანი ბენდებს.
მოკლედ ვი არ ინ დიფ შით :)