
Shunichiro Fujimoto-ს ახალი ალბომი, კლასიკა, ემბიენთი, ჯაზი... შეგიძლიათ მოკლედ გადაავლოთ თვალი აქ.
და რატომღაც ამ ალბომთან ერთად მე მინდა ალექს ფერგიუსონსა და მის მანჩესტერ იუნატიედზე ვთქვა ერთი-ორი სიტყვა, ვინაიდან ბოლო თვის განმავლობაში ნანახმა მე კიდევ ერთხელ აღმაფრთოვანა შოტლანდიელი მწვრთნელით. სამი ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდებში მან შექმნა ერთმანეთისგან სრულიად განსვავებული რამდენიმე გუნდი. ყოველი მათგანი ახალი დროის გამოძახილი იყო და თავის ეპოქასთან ერთად დარჩა ისტორიაში. 90-იანი წლების ჯადოსნური იუნაიტედი, ტრიუმფალური 2000-იანები, ნისტელროიდან კრისტიანო რონალდომდე და აი ახლა, 2011 წელს მანჩესტერ იუნაიტედი ახალ დროებას ეგებება კვლავ ხალგაზრდული სისხლითა და შემართებით. კლევერლი, სმოლინგი, ველბეკი, ჯონსი, ევანსი, ერნანდესი, დე გეა, ფაბიო, რაფაელი, ეშლი იანგი თავისი სასწაული პროგრესით... და როგორ უხდება მათ უეინ რუნი. ეს ძალიან თანამედროვე გუნდია, რომელიც, ვფიქრობ, მუსიკასა და ხელოვნებასაც ასწრებს დროისა და ტენდენციების წარმოჩენაში. შედეგად, ჩვენ ვხედავთ განსაცვიფრებელ სტარტსა და უმაღლეს დონეს მათი შესრულებით.
დიდება და დიდხანს სიცოცხლე, სერ ალექს!
Fjordne - Charles Rendition (2011)
01 propheteia
02 Gathering
03 awakening
04 constellation
05 forfeiture
06 hope
07 Ald square
08 Ebenze
09 antidotal
10 hazel
Buy
link.ge

fjordne.com
myspace
soundcloud
2 comments:
The scene: Monday morning in the Alex Ferguson household.
Mrs Fergie: " Get up, Alex! It's just gone 7!"
Fergie: " Oh, no! Have they scored again?"
:D
Post a Comment